LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლეთს ერთი მიზანი აქვს – დაშალონ რუსეთის ფედერაცია: ვლადიმერ პუტინი

137
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „დასავლეთს რუსეთის დაშლა სურს“.

როგორც მან სახელმწიფო ტელევიზიას „Россия 1“-ს განუცხადა, „დასავლეთი უკრაინის მიერ ჩადენილი „დანაშაულების“ ირიბი თანამონაწილე იყო“.

„დღევანდელ პირობებში, როდესაც ნატო-ს ყველა წამყვანმა ქვეყანამ გამოაცხადა თავისი მთავარი მიზანი, რაც ჩვენთვის სტრატეგიული მარცხი მოყენებას გულისხმობს, რათა, როგორც ისინი ამბობენ, ჩვენი ხალხი დაზარალდეს, როგორ შეგვიძლია ამ პირობებში უგულებელვყოთ მათი ბირთვული შესაძლებლობები? მათ ერთი მიზანი აქვთ: დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი – რუსეთის ფედერაცია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g