LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ტურაშვილი: „სააკაშვილის ზიზღზე მაღლა ვერ დავდექით. ვერ მივხვდით, რომ პუტინი მარტო სააკაშვილის მტერი კი არ იყო, ჩვენი მტერიც იყო…“

991
dato (1)

დათო ტურაშვილი „ფორმულას“ გადაცემაში „მე-17 სართული“ საუბრობს იმის შესახებ, როგორ ვერ დავძლიეთ ქართველებმა სააკაშვილის ზიზღი მაშინ, როდესაც უკრაინელები მიხვდნენ, რომ მოსწონთ თუ არა, ზელენსკის დამარცხება მათი დამარცხებაა:

„ორ და სამ დღეში, როგორც პუტინს უნდოდა, კიევი რომ აეღო, დანარჩენი მსოფლიო შეშფოთდებოდა, აღშფოთდებოდა, რეზოლუციებს მიიღებდნენ… პირველი, რაც შესთავაზეს ზელენსკის, გაგიყვანთ და კარგ თბილ ქვეყანაში მოგაწყობთო. ეს ზელენსკიმ შეურაცხყოფად მიიღო… ვის უნდა ომი საქართველოში? არავის არ უნდა. პირიქით. ვიცით, რომ ეს არის ბოროტი იმპერია, რომელიც ბავშვებს არ ინდობს. ასზე მეტი მარტო ბავშვი ჰყავთ დახოცილი. ესენი ხომ ველურები არიან. ყველას ვეთანხმები, ვინც მეუბნება, ფრთხილად უნდა ვიყოთო. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. როგორ დასცინოდა პუტინი ზელენსკის… მაგრამ დედამიწაზე მაგაზე მაგარი გმირი არ არსებობს. ამას მიხვდნენ უკრაინელები, რომ პოლიტიკურად მოსწონთ თუ არა, ზელენსკის დამარცხება მათი დამარცხებაა. მთელი მსოფლიო არის აღფრთოვანებული… ჩვენმა ბიჭებმა რა, ნაკლები იომეს? ჯერ მარტო შინდისში რა მოხდა 2008 წელს. მაგრამ ჩვენ ის ვერ გავაკეთეთ, რასაც ახლა უკრაინელები აკეთებენ. ჩვენ მაშინ ვერ დავიჯერეთ… სააკაშვილის ზიზღზე მაღლა ვერ დავდექით. ვერ მივხვდით, რომ პუტინი მარტო სააკაშვილის მტერი კი არ იყო, ჩვენი მტერიც იყო… ჩვენ ვერ დავაყენეთ ჩვენი სამშობლო პარტიულ ინტერესებზე მაღლა…“

დათო ტურაშვილი: „ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ზელენსკის ლანძღავენ… ჩვენი ხელისუფლების წევრებს არც ერთხელ არ დასცდენიათ, რომ პუტინი ცუდი კაცია…“

დათო ტურაშვილი: “პუტინი საქართველოს ისტორიაზე ისეთ საოცრებებს ამბობდა, მის დებილ მრჩეველს ჩემი სკოლის ისტორიის მასწავლებელი სამიანს არ აღირსებდა”

დათო ტურაშვილი: „ამისთვის უნდათ დეპუტატობა, რომ ყველაზე ძვირი ბრენდები შეიძინონ — ესაა პროვინციალიზმი, თორემ რა მნიშვნელობა აქვს, სად დაიბადე?!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g