LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა მგელაძე და ნინო ფუტკარაძე ჯვარს საზღვარგარეთ დაიწერენ

454
datunamgeladzenews

დათუნა მგელაძე თავის რჩეულთან, ნინო ფუტკარაძესთან  ერთად ჟურნალ „სარკეს“ თავისი დიდი გრძნობის შესახებ ესაუბრება.

როგორც დათუნა ამბობს, ნინო მეგობრების გარემოცვაში 5 წლის წინ გაიცნო, გრძნობები ერთმანეთის მიმართ კი სამი წლის წინ გაუჩნდათ.

ნინი აღნიშნავს, რომ დათუნამ, პირველ რიგში, თვალებით მოხიბლა.

დათუნა მგელაძე:

„მივედი ოჯახში, გავიცანი მისი ძმა, მშობლები. შეიზლება, ეს ფორმა ვიღაცისთვის ძველმოდურია, მაგრამ ჩემთვის ტრადიციების დაცვა მნიშვნელოვანი იყო. ხანდახან ჩვენი მშობლების აზრიც უნდა გავითვალისწინოთ. სხვანაირად რომ გადაგვეწყვიტა, შეიძლება, წინააღმდეგი არც არავინ ყოფილიყო, მაგრამ ასე მოვინდომეთ…“

ნინო ფუტკარაძე:

„ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდი მის ერთგულებაში. დავრწმუნდი იმაშიც, რომ ძალიან ვუყვარვარ. ზოგადად, დათუნას პიროვნებაში იმდენად ბევრია დადებითი, რომ შეუძლებელია ახლა ყველაფრის ჩამოთვლა…“

წყვილი ჯვარს საზღვარგარეთ დაიწერს, ვიწრო წრეში, ახლახან კი ნიშნობა ჰქონდათ, რომელსაც უახლოესი გარემოცვა დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები