LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა სირბილაძე საქართველოში სერბეთის საპატიო კონსულად დაინიშნა

1217
datuna-sirbiladze-knsl

მომღერალი დათუნა სირბილაძე საქართველოში სერბეთის საპატიო კონსულად დაინიშნა. ამის შესახებ თავად განუცხადა fortuna.ge-ს. როდესაც მასთან ინფორმაციის გადასამოწმებლად დავრეკეთ, ის სერბეთში გახლდათ, პირველ ღონისძიებაზე, სადაც პრეზიდენტს შეხვდება და თავისი საქმიანობის განხორციელებას შეუდგება.

დათუნა სირბილაძე:

ძალიან კარგ დროს დარეკეთ, რადგან სწორედ ახლა ვიმყოფები სერბეთში საქართველოს ელჩთან, ილია კობერიძესთან ერთად. აქ ღვინის ფესტივალი იმართება და ჩვენ ჩვენი ღვინო და ასევე ქართული ნუგბარი გვაქვს ჩამოტანილი. ეს არის ჩემი პირველი ღონისძიება მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა მივიღე. სწორედ ახლა მივემართებით სერბეთის პრეზიდენტთან ოფიციალურ შეხვედრაზე. ქართული კუთხე უკვე მოვაწყვეთ, ქართული ღვინითა და ნუგბარით.

სერბეთის საპატიო კონსული საქართველოში – ეს არის ჩემი თანამდებობის დასახელება, თუმცა ეს არ გახლავთ პოლიტიკური თანმდებობა. ჩემი საქმიანობის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობის გაღღმავებას შევეცდები. გვინდა, ტურისტული თვალსაზრისით, სერბებმაც უკეთ გაიცნონ საქართველო და პირიქითაც, რა თქმა უნდა.

წინადადება ვისგან მიიღეთ?

სერბული მხარისგან, მათ უნდოდათ, ეს თანამდებობა ისეთ ადამიანს დაეკავებინა, რომელიც ბიზნესთან ახლოს არის. მე, მოგეხსენებათ, მაქვს სამშენებლო კომპანია, რომელსაც სხვადასხვა დროს უამრავი შთამბეჭდავი პროექტი განუხორციელებია, მათ შორის დავასახელებდი წინანდლის სასტუმროს და ასევე KFC-ს ქსელის მშენებლობას. სერბული მხრიდან იყო მზადყოფნა, რომ საქართველოში ასეთი წარმომადგენელი ჰყოლოდათ და ეს შეთავაზება მე მივიღე.

სიმღერამ უკანა პლანზე გადაინაცვლა?

სიმღერას თავს არასდროს დავანებებ. პირიქით, მალე ვაპირებ სოლოკონცერტის გაკეთებას და დეტალებს აუცილებლად პირველებს გაგაგებინებთ. სიმღერასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა მაქვს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები