უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია ვიდეომიმართვას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
როგორც არახამია აღნიშნავს, რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებები შედგა, რის შემდეგაც, ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაუბრკოლებლად შევა.
არახამია ქართველებს მოუწოდებს, ეს საკითხი ხელისუფლებასთან გაარკვიონ. თავად კი, აღნიშნულ ფაქტს “ზურგში დანის ჩარტყმად” აფასებს.
რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს
„მსურს მივმართო ქართველ ხალხს, პირველ რიგში კი საქართველოს ხელისუფლებას. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ქართულ რძეზე და ღვინოზე ეკონომიკური სანქციები მოხსნა, რათა უკრაინაში ომის დროს საქართველოს კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ქართველი ვარ და ყველა ქართველს მსურს შევახსენო, როდესაც რუსეთი მოღალატურად თავს დაესხა საქართველოს, უკრაინამ უმალვე, თავისი ეკონომიკური დანაკარგის გაუთვალისწინებლად, საქართველოს ყოველგვარი აუცილებელი მხარდაჭერა გამოუცხადა – მისცა შეიარაღება, დაეხმარა სამხედრო ინსტრუქტორებით, რათა მეგობარი, მოძმე ერს გვერდში დადგომოდა. თქვენი აზრით, ახლა, როდესაც რუსეთი უკვე უკრაინას დაესხა თავს, საქართველომ უკრაინას ნორმალურად უპასუხა? გთხოვთ, ქართველო ხალხო, თქვენი მჯერა – გაარკვიეთ თქვენს ხელისუფლებასთან, გადაწყვიტეთ ეს საკითხი, რადგან ასეთი ღალატისა და ზურგში ჩარტყმული დანის ხილვას ქართველი ხალხის მხრიდან არ ვისურვებდით. ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ და ვცხოვრობ უკრაინაში და აქაურ ხელისუფლებაში ვარ. დღეს ნამდვილად მრცხვენია“, – განაცხადა დავით არახამიამ.
,,სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს არ გეგმავს