LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯთან დაკავშირებით ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღებული – დავით ზალკალიანი

98
დავით ზალკალიანი

სანამ მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება, ჩვენ ველით, რომ ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს უკვე თბილისში გაიმართება მოლაპარაკებების მეორე რაუნდი და იგი იმედს გამოთქვამს, რომ ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„მოგეხსენებათ, არის შეთანხმება მიღწეული, რომ სანამ მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება, ჩვენ ველით, რომ ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას. აღნიშნულის მზაობა არის კომისიის ყველა მონაწილის მხრიდან და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს უკვე თბილისში გაიმართება მეორე რაუნდი. ის ნება, რომელიც გამოხატულია როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს მხრიდან, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლებელია მიღწეული იყოს ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები