LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაზიანებული ბრენდი“ და „ანტიგმირი“ პრემიერად – რას მიიღებს გახარიას გაპრემიერებით „ქართული ოცნება“ 2020-ში

325
68466938-2024018471033475-8100930703966863360-o

ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია, ხალხმრავალი აქციები პარლამენტის წინ, ზვიად რატიანის საქმე, პანკისის სპეცოპერაცია, 20-21 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამე, დარბევისას დაშავებული 200-ზე მეტი ადამიანი და ორი თვალდათხრილი ახალგაზრდა – ბოლო ერთ წელიწადში მომხდარი ყველა ეს მოვლენა იმ ადამიანის სახელს უკავშირდება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურად დანიშნა. 

გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას პარლამენტში და მის გარეთაც სტვენა და ხმაური მოჰყვა

ხმაურია პარლამენტის შენობის შესასვლელებთანაც, სადაც აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლები არიან შეკრებილი.

რას ნიშნავს გიორგი გახარიას პრემიერობა, ხელისუფლების პოლიტიკურ კრიზისს  თუ ივანიშვილის მიერ ძალაუფლების გამყარების მორიგ მცდელობას, რა გააკეთა ამ ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილმა, ჰქონდა თუ არა მას სხვა არჩევანი და არის თუ არა ეს პირდაპირ „ქართული ოცნების“ წაგება 2020-ში? რადიო „ფორტუნა“ ექსპერტებთან ერთად გახარიას პრემიერობის პოლიტიკურ ანალიზს გთავაზობთ.

ჩვენ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს დავუკავშირდით, რომელიც ამბობს, რომ „ოცნებას“ და ივანიშვილს სხვა არჩევანი რეალურად არ ჰქონდა.

ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად მომგებიანი არ არის, მაგრამ ეს იყო არსებულ არჩევანს შორის საუკეთესო. გახარია არის „დაზიანებული ბრენდი“. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ – თუნდაც ერთი ბავშვის შეწირული ჯანმრთელობა არ ღირს არათუ თანამდებობად, არამედ ჩვენს სიცოცლეხდაც  კი. ეს ზიანი გახარიას უკვე მიღებული აქვს“, – აცხადებს ხუხაშვილი.

თუ მომავალი პრემიერი (ის ჯერ კანდიდატია), „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკურად მომგებიანი არ არის, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ მიიღო ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება. ფაქტია, „ქართული ოცნება“ არც 2020-ში აპირებს სახლში წასვლას.

ამ კითხვაზე პოლიტოლოგმა გვითხრა, რომ ოცნების პოლიტტექნოლოგია და სტრატეგია განსხვავებულია.

„არ ვამბობ, რომ მომგებიანია, მაგრამ „ქართული ოცნების“ პოლიტტექნოლოგია „შუა გაკრეფასა“ და ორპოლუსიანობაზეა ორიენტირებული. გახარია სჭირდება იმისთვის, რომ ისევ გაიხლიჩოს საზოგადოება და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები არ იყოს. „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება გმირები, მას ანტიგმირები უნდა. გახარია პოზიცინიორებს, როგორც მთავარი მოქმედი პირი ამ ორპოლუსიანობის უზრუნველყოფაში.

“ოცნებას” ისევ უნდა შექმნას იდეა, რომ სამყაროში არსებობს ორი ძალა, ჩვენ და ნაცები, სხვა არჩევანი არ აქვთ. მერე უკვე არჩევნებისთვის რესურსის მობილიზება მოხდება, მოსყიდვა, დაშანტაჟება და ა.შ.” – აცხადებს ხუხაშვილი.

პოლიტიკოსების და ექსპერტების ნაწილმა უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ზუსტად იგივე გააკეთა 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა პრემიერად ვანო მერაბიშვილი დანიშნა, რასაც ხუხაშვილი არ ეთანხმება.

„მე არ ვფიქობ, რომ ასე პირდაპირ პარალელები უნდა გავავლოთ. მერაბიშვილი იყო შეცდომა, ის საჯარო ფიგურა არ იყო, საჯარო კომუნიკაცია არ იყო მისთვის დამახასიათებელი, მისი ლეგენდა არსებობდა და სიჩუმით უფრო მნიშვნელოვან ფიგურად გამოყურებოდა. გახარიას აქვს ეს უნარები – საჯარო კომუნიკაციის, ასე პირდაპირ ანალოგიას არ დავინახავდი, მაგრამ საქმე ისაა, რომ როგორც გითხარით, გახარია უკვე „დაზიანებული ბრენდია“. 

"გავრილოვის რევოლუციის" მოწყობა უნდოდათ - უმრავლესობა გახარიას ახალი "მესიჯბოქსით" იცავს

"როდესაც ძალა ჰქონდათ, არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, გადავიდნენ სტვენაზე"...

ჩვენ კიდევ ერთ პოლიტოლოგს დავუკავშირდით. ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ ფაქტია, მმართველ გუნდში კრიზისი კიდევ უფრო გამძაფრდა. მისი თქმით, ასეთი ცვლილებები საზოგადოებაში პოლარიზაციას აძლიერებს.

„ეს გადაწყვეტილება დასავლეთში გაამყარებს მოსაზრებას,  რომ დადგა დრო, როცა “ქართულმა ოცნება,” საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და ის უნდა წავიდეს. პოზიტიურ ცვლილებებისა და ხარვეზების გამოსწორების ნაცვლად ივანიშვილმა კვლავ მისთვის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააკეთა არჩევანი. გახარიას გარდა, ჩემთვის საინტერესო იყო გაშვებული ღარიბაშვილის მობრუნება. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზურაბიშვილმა ავღანეთის სპეცუბანი წააგო. შესაბამისად მნიშვნელოვანია მოსალოდნელი არჩევნებისთვის  ჯარის პოლიტიკური კონტროლიც და მისი აზრით, სწორედ  ღარიბაშვილი ამ როლს და არსებულ გამოწვევებს  შესანიშნავად  გაართმევს თავს“, – აცხადებს ხარშილაძე.

ფაქტია, რომ ივანიშვილის მიერ პრემიერობისა თუ მინისტრობის კანდიდატების წარდგენით წითელი ხაზები უკვე გადაიკვეთა, რასაც პოლიტოლოგების აზრით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ნეგატიურ გამოხმაურება მოჰყვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g