LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედიკოს ბიჭი ვარ და არ ვთვლი, რომ ეს დამაკნინებელია…დედაჩემი ღმერთის ტოლი ადამიანია” – პაატა თედიაშვილი

537
BeFunky-collage - 2023-03-21T231733.920

პაატა თედიაშვილი გადაცემა „ღამის პრაიმ ტაიმის” სტუმარია, სადაც დედასა და ცოლს შორის არჩევანის შესახებ საუბრობს.

როგორც პაატა აღნიშნავს, მისთვის დედა კულტია და ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება.

„მეც დედიკოს ბიჭად მოვიაზრები და ამის საერთოდ არ მრცხვენია. არ ვთვლი, რომ ეს დამაკნინებელია. ინდივიდუალურია, როგორია დედისა და მამის განვლილი ცხოვრება. მიხარია, რომ დედიკოს ბიჭიც ვარ და მამიკოსიც.

მამაჩემი პატიმარი იყო და ციხის კარზე მაქვს გატარებული ცხოვრების დიდი ნაწილი. მამა რომ დაიჭირეს მის პიჯაკში დარჩენილ სიგარეტს ვყნოსავდით მე და ჩემი და. ერთი სული მქონდა გამოსულიყო. გათავისუფლდა და აბსოლუტურად შეცვლილი ფსიქიკა ჰქონდა.

დედაჩემი ღმერთის ტოლი ადამიანია. დედა ჩემთვის კულტია, ყველა სირთულის ჟამს ჩემს გვერდზე იყო და ყველაფერი გააკეთა, რაც მინდოდა რომ მქონოდა. რომ მკითხონ დედა თუ ცოლი, დედა, რა თქმა უნდა”, – საუბრობს პაატა თედიაშვილი.

პაატა თედიაშვილის შიშველი ფოტოს ნახვის შემდეგ დედამისმა იტირა

რატომ აპირებს პაატა თედიაშვილი თავისუფლების მოედანზე გაშიშვლებას: „შესაბამისი რაკურსები იქნება დაჭერილი იმისთვის, რომ ტრაგიკულიც იყოს, ირონიულიც და საინტერესოც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები