LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დეილი მეილი” – კარანტინიდან „გაქცევის“ შემდეგ დაპანიკებულმა ექიმმა პაციენტი კლინიკაში შეაბრუნა

593
25289264-8053101-image-a-5-1582835722147

თბილისში, ინფექციურ საავადმოყოფოსთაან მომხდარმა ინციდენტმა საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო. მომხდარის შესახებ ბრიტანული გამოცემა ,,დეილი მეილი” იუწყება.

ჟურნალისტი წერს, რომ დაპანიკებულმა ექიმმა სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირებული პირი ისევ კლინიკაში შეაბრუნა. ინციდენტი კი მაშინ მოხდა, როცა ირანის მოქალაქე ადგილობრივ მედიას ინტერვიუს აძლევდა და საქართველოს, ექიმებსა და საავადმყოფოს მადლობას უხდიდა.

ინტერვიუს დროს კი, პირდაპირ ეთერში უცებ ექიმები „გაჩნდნენ“ და პაციენტი კლინიკაში შეაბრუნეს.

ჟურნალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს კადრები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

კლინიკიდან გაწერის შემდეგ კი, ირანის მოქალაქე აბასთუმანში გადაიყვანეს, სადაც საკარანტინო პერიოდს გაივლის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები