LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი ლომიძე: ეკლესიამ ქალის მკვლელი კაცებისთვის უმკაცრესი სასჯელი უნდა დაადგინოს

373
tamaz-lomidze-2018-05-18-v-B2-Ko3-RRKs-K20o8

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ქალზე ძალადობის გახშირებულ ფაქტებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ, ფატალურად სრულდება. დეკანოზი მბობს, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ქალის მკვლელი კაცებისთვის უმკაცრესი სასჯელი უნდა დაადგინოს.

“ქალებზე ძალადობა, თვით სიცოცხლის მოსპობამდე, საშინელ და უმძიმეს ცოდვად აწევს ქვეყანას. რა თქმა უნდა, მხოლოდ საეკლესიო სასჯელი არ უშველის ამ პრობლემას, მაგრამ, ქალზე მოძალადე და მკვლელმა ყველა კაცმა უნდა იცოდეს, რომ მისი ეკლესია სასტიკად გმობს, შეაჩვენებს და სჯის ქალზე მოძალადე კაცებს. ამ საკითხში ეკლესიის გამოკვეთილი და სრულიად ცალსახა პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია”, – წერს დეკანოზი.

11 ოქტომბერს ხაშურში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. ყოფილმა ქმარმა ქალს დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს შორის ურთიერთობა ახალგაზრდა ქალის იტალიაში წასვლის შემდეგ დაიწყო. როგორც გაირკვა, დედას მცირეწლოვანი ბავშვები ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მამა მათ ცუდად ექცეოდა. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ ქალი ყოფილ მეუღლეს ბავშვებთან ურთიერთობას უზღუდავდა.

შსს-მ საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მიმალვაშია

 

 

magti 5g