LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეიდან მის სიმღერებს, მისი ხმით მოვისმენთ“ – ბუბა კიკაბიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს

512
ბოლო კადრი 6767

ქართველი კინომსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე თბილისში, ვერის სასაფლაოზე, ცოლისა და დედის გვერდით დღეს, 19 იანვარს, დაკრძალეს. ის 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაიცვალა.

„უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს”, – ამ სიმღერითა და დიდხნიანი უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე გააცილეს სახალხო არტისტი ბუბა კიკაბიძე უკანასკნელ გზაზე. ისმოდა შეძახილები „მადლობა ბუბა“.

სამოქალაქო პანაშვიდი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში გაიმართა, სადაც დიდი ხელოვანის ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ.

„ვახტანგ კიკაბიძე იქცა ქართველი მამაკაცის სიმბოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში“,

„დღეიდან მის სიმღერებს, მისი ხმით მოვისმენთ“.

„მადლობა მას ყველაფრისთვის“.

„შეეძლო, კიდევ დიდხანს ეცოცხლა და გაეგრძელებინა მოღვაწეობა“ – ასე გამოემშვიდობნენ საქართველოს სახალხო არტისტს ახლობლები და მეგობრები „ფორტუნასთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g