იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის საფუძველზე შეეძლებათ, დღეიდან რამდენიმე ქვეყანა ემატება. კერძოდ, ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელორუსი.
ამ ქვეყნებიდან შემომსვლელებმა სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტორები აუცილებლად ავიაგზით უნდა ჩამოვიდნენ; სახმელეთო საზღვრები კი, კვლავ ჩაკეტილი რჩება.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითვე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ასევე ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა.