LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს დაიბადა მსოფლიო ლეგენდა, რომელსაც სიცოცხლე ძალიან უყვარს“ – გულთბილი მილოცვა მეგობრებისგან პაატა ბურჭულაძეს

329
პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანს პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც დღეს 68 წელი შეუსრულდა, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალური ქსელის მეშვეობით დაბადების დღეს ულოცავს.

„ესეც 68 ახალგაზრდებს ნუ გეშინიათ! მშვენიერი ასაკი ყოფილა“ – მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე იუბილარია

ნიკოლოზ რაჭველი წერს, რომ „ბედნიერი და ამაყია, რადგან ასეთი დიდი მუსიკოსი და მსოფლიო სცენების ცოცხალი ლეგენდა მეგობრად რომ თვლის…“

„ვულოცავ პაატა ბურჭულაძეს დაბადების დღეს საუკეთესოზე საუკეთესო სურვილებით!!!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

 

როგორი ბედნიერი და ამაყი ვარ ასეთი დიდი მუსიკოსი და მსოფლიო სცენების ცოცხალი ლეგენდა მეგობრად რომ მთვლის…
ვულოცავ პაატა ბურჭულაძეს დაბადების დღეს საუკეთესოზე საუკეთესო სურვილებით!!!??♥️

Posted by Nikoloz Rachveli on Saturday, 11 February 2023

 

პაატა ბურჭულაძეს დაბადების დღეს ულოცავს პროდიუსერი და სცენარისტი, თეონა ჯორბენაძეც. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ „დღეს დაიბადა მსოფლიო ლეგენდა, კაცი, რომელსაც სიცოცხლე ძალიან უყვარს“.

„ნამდვილ ზღაპარს რომ ჰგავს იმ წარმატების მიღწევა ხომ წარმოუდგენელია და კიდევ უფრო რთული მწვერვალზე გაჩერება, კოლეგებისა და მეგობრების ასეთი სიყვარულის დამსახურება. რამდენიმე წლის წინ, მონტე-კარლოს საოპერო თეატრში ვესწრებოდი რეპეტიციას და ახალგაზრდა მომღერლები სპეციალურად იყვნენ ჩამოსულები, რომ მოესმინათ ის საოცარი ხმა და სიმღერა, რის შესახებაც პედაგოგები უამბობდნენ.

მსოფლიო ლეგენდა რომ არის ამაზე კი არ მინდოდა დამეწერა, იმაზე, რომ დღეს დაიბადა კაცი, რომელსაც სიცოცხლე ძალიან, ძალიან უყვარს იმ ადამაინებითა და ამბებით, ვისითაც და რითაც ავსებს ყოველ წამს.

მის გვერდით შენც გიხარია Paata Burchuladze ❤“, – წერს თეონა სოციალურ ქსელში.

 

ნამდვილ ზღაპარს რომ ჰგავს იმ წარმატების მიღწევა ხომ წარმოუდგენელია და კიდევ უფრო რთული მწვერვალზე გაჩერება, კოლეგებისა…

Posted by Teona Jorbenadze on Saturday, 11 February 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები