LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება, იგივე შემიძლია ვთქვა ბავშვების საწოლფონდზეც: გაბუნია

100
თამარ გაბუნია

“ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად, არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება, რომლებიც იქ იტარებენ მკურნალობას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, ეპიდვითარებაზე საუბრის დროს განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, დღეს მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება. გაბუნიას განცხადებით, იგივე შეიძლება ითქვას ბავშვების საწოლფონდზეც, რადგან შემთხვევების უდიდესი ნაწილი მსუბუქია და ბავშვები მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ:

“დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა არის “ომიკრონის” ფონზე შემთხვევების მატება და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა – ამ ნაკადებს უპასუხოს. დილის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევაა 87 609, აქედან 4 595 პაციენტი ჰოსპიტალურ მკურნალობას იტარებს, მათ შორის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 963-ია, რეანიმაციულ განყოფილებაში კი 283.

როგორც ხედავთ, ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად, არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება, რომლებიც იქ იტარებენ მკურნალობას. დღეს მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება. იგივე შემიძლია ვთქვა ბავშვების საწოლფონდზე, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იყო შემთხვევების მატება, თუმცა, განმარტებების, ოჯახის ექიმების აქტიური მუშაობით და ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევების უდიდესი ნაწილი მსუბუქი მიმდინარეობის არის და არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბავშვები ბინაზე რჩებიან და მკურნალობას იქ აგრძელებენ”, – თქვა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g