ცხოველთა მოყვარული მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 18 ივნისს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.
აქციაზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა, ცხოველთა მიმართ ძალადობაზე ან მათი სიცოცხლის მოსპობაზე კანონი გამკაცრდეს და მოძალადეები დაისაჯონ.
„ან ყველა ერთად ვიმარჯვებთ, კანონს ვამკაცრებთ და ვსჯით მათ!!!!! ან ვმარცხდებით მოძალადეების წინაშე“, – წერს მიშა კაჭკაჭიშვილი.
მიშა კაჭკაჭიშვილი ასევე წერს, რომ დღეს, 13 ივნისს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლები დახოცეს.
„დღესაც დახოცეს კუს ტბაზე ძაღლები… 7 ლეკვია მკვდარი და დიდი ძაღლები. ექსპერტიზამ საწამლავი დაადგინა“, – წერს მიშა კაჭკაჭიშვილი.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
დღესაც დახოცეს კუს ტბაზე ძაღლები…7 ლეკვია მკვდარი და დიდი ძაღლები.
ექსპერტიზამ საწამლავი დაადგინა.ამიტომ !
კვირას,…Posted by Misha Katchkatchishvili on Tuesday, 13 June 2023