LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სამებაში იყო სანიმუშო დისციპლინა და ჩანდა მორწმუნე მრევლის პასუხისმგებლობა – ანდრია ჯაღმაიძე

201
BeFunky-collage (3)

“მგონია, რომ დღეს, რაც ვნახეთ სამებაში, იყო სანიმუშო დისციპლინა და პასუხისმგებლობა ჩანდა ძალიან დიდი მორწმუნე მრევლისგან,”- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა განუცხადა.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი ყველასთვის.

„ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები მიღებული და ამ რეკომენდაციებზე განმარტებები მივიღეთ კიდევ დამატებით. განგვიმარტეს შემდეგი, რომ მთავარია დისტანციის დაცვა. თქვენ ნახეთ დღეს, როგორი მოწესრიგებული იყო მსახურება და ძალიან ბევრ მასალას იხილავთ ამ დღეებში კიდევ.

სამების ტაძარში საერთო კოვზით ზიარების რიტუალი შესრულდა

ჩვენ ვთხოვეთ ტაძრებს, რომ ყველგან, სადაც მსახურება ჩატარდა ამ წესით ჩატარებულიყო მსახურება, რა რეკომენდაციებიც მიიღეს მათ და შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალა გადმოეგზავნათ უკვე გვაჩვენეს, რომ სამზადისი არის ძალიან ინტენსიური. ტაძრები გახმოვანებულია და ხალხი გარეთაც ესწრება ღვთისმსახურებას. შიგნით დისტანცია არის დაცული. მგონია, რომ დღეს, რაც ვნახეთ სამებაში, იყო სანიმუშო დისციპლინა და პასუხისმგებლობა ჩანდა ძალიან დიდი მორწმუნე მრევლისგან. რთულია ახლა ამ ადამიანებს რაიმე საყვედური ვუთხრათ, რომ არ ითვალისწინებენ, ან უპასუხისმგებლოდ იქცევიან. პირიქით, ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი ყველასთვის. ეს ხალხი აქედან წასული ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და სახლშიც ანალოგიურად გააგრძელებენ რეკომენდაციების გათვალისწინებას და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, შესაძლებელია, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში გარკვეული რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს.

საქართველოში ამ ეტაპზე, კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 18 პაციენტი.

საკარანტინო რეჟიმში 4695 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა