LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების ტაძარში საერთო კოვზით ზიარების რიტუალი შესრულდა

257
BeFunky-collage (3)

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კორონავირუსის შიდაგავრცელების ეტაპზეა, სამებაში მრევლი ერთი კოვზით აზიარეს. საკვირაო წირვა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ აღავლინა. ზიარების დაწყებამდე, მამა ანდრია ჯაღმაიძემ მრევლს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

ცნობილია, რომ საპატრიარქო უარს ამბობს უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზიარებისას.

“ზიარებას რაც შეეხება, არავითარი ცვლილება არ შეიძლება იყოს” – საპატრიარქო

შეგახსენებთ, პატრიარქი წირვას ბოდბის დედათა მონასტერში დაესწრო.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ამ ეტაპზე, კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 18 პაციენტი.

საკარანტინო რეჟიმში 4695 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები