LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს უკვე აღარც მიკვირს ის ტერაქტი, რაც ჩემს შვილს მოუწყვეს.. გიორგი ამ ბინძურ ომს მოვიგებთ, თანაც აუცილებლად“ – იზა ომაძე

262
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

2021 წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ პოსტში საჯაროდ თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს.

საუბარია გიორგი კეკელიძის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე.

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე

„სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის” – გიორგი კეკელიძე

„ვინც არ უნდა მლანძღოს და ფარისეველი მეძახოს, ტურიკასადმი და გიორგი კეკელიძისადმი ჩემ დამოკიდებულებას ვერავინ შეცვლის, ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა” – ქეთევან დუმბაძე

„წარმოუდგენელია რა მორალს ეფუძნება ადამიანის განადგურება, იმ ადამიანისა რომელიც სულით ხორცამდე კეთილ საქმეს ემსახურება❗️

მუდმივად დავწერ,მუდმივად გამოვუხატავ თანადგომას იმ ადამიანებს ვინც ჩვენი შვილებში ილია, ვაჟა, აკაკი უნდა გააგრძელონ…
დღეს უკვე აღარც მიკვირს ის ტერაქტი რაც ჩემს შვილს მოუწყვეს, ბინძური მეთოდებით დიახ საბჭოთა მეთოდებით, მათ სცენარი ხომ წინასწარ მოიფიქრეს და დღემდე იმ სცენარით მიდიან, ისინი ხომ სინათლეს ებრძვიან.

გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze ამ ბინძურ ომს მოვიგებთ თანაც აუცილებლად, გიორგი დანის პირზე სიარული ვიცი მართლაც ძნელია, მიუხედავად ჩვენი დიდი თანაგრძნობისა, თანადგომისა თითოეული ბოროტი სიტყვა და საქციელი მაინც ინდივიდუალურად შენს გონებაზე და გულზე გადის, ჯანმრთელობას გაუფრთხილდი ჯანმრთელობას❗️

შენ სჭირდები ამ ქვეყანას, შენი სიტყვა მარგალიტები ჩვენს შვილებს სჭირდება, ადამიანებმა ვინც ღირსება არ გავყიდეთ, შვილის სიცოცხლე არ გავყიდეთ მერწმუნე შენს დღეში ვართ, მაგრამ უფლის და მართლაც უბრალო ხალხის იმედად. მერწმუნე ბოროტებას ექნება Happy And -ი! მზეც გამოვა აუცილებლად“, – წერს იზა ომაძე.

მიხეილ სააკაშვილი: „ჩემი სოლიდარობა საქართველოს სიამაყეებს – დათო ტურაშვილს, გიორგი კეკელიძეს და დათო გორგილაძეს, სიძულვილის მანქანა უნდა შევაჩეროთ“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები