ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის რეაქციას ეხმიანება, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს, 7-8 მარტის აქციის ერთ-ერთ მონაწილე გოგო სალომე კენჭიაშვილისთვის მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის გამო.
მისი თქმით, სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის.
„ახლა კი სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის. არც მხოლოდ ჭავლზე ცეკვისთვის დაგვინიშნავს სტიპენდია – ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ გავაკეთეთ ეს, რაც რადიო თავისუფლების სიუჟეტის ნახვის შემდეგ კარგად დავინახეთ, რომ ერთი მხრივ როგორ ზუსტად ჰქონდა მას გაცნობიერებული სამოქალაქო პოზიცია, როგორი თავდაჭერილი და ზრდილობიანი იყო, როგორი განათლებული და წარმატებული სპორტში. და ამის პასუხად ავიტანე გაუგონარი ტალახი (რა მნიშვნელობა აქვს ტროლი წერდა თუ ბოტი) და ერთი პატარა ხუმრობა მაინც დავიმსახურე”, – წერს გიორგი კეკელიძე.