LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენიმე პატივსაცემმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მარო მაყაშვილის სტიპენდიის რომელიმე ახალგაზრდაზე მინიჭებით, გმირის სახელი კნინდება“ – გიორგი კეკელიძე

143
გიორგი კეკელიძე

„სტიპენდიას ვანიჭებთ სხვადასხვა აზრით გამორჩეულ ახალგაზრდებს – იმ ლოგიკით, რომ ვინმემ სრულად უნდა გაიმეოროს მაროს გზა ტრაგიკული აღსასრულით, იმედია არავისთვის მინიჭება არ დაგვჭირდება“, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„გურული დღიურების ფონდი” აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელსაც პირველი სალომე კენჭიაშვილი მიიღებს” – გიორგი კეკელიძე

როგორც გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, „რამდენიმე პატივსაცემმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩვენი ფონდის მიერ მარო მაყაშვილის სტიპენდიის დაწესებით და რომელიმე ახალგაზრდაზე მინიჭებით ქართველი გმირის სახელი კნინდება“.

„კარგი, მოგიყვებით ჯერ რა გავაკეთეთ ჩვენ მარო მაყაშვილის სახელის „დასაკნინებლად“, იმის ხაზგაუსმელად, რას აკეთებენ სხვები.

1) ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ კორპუსში გავხსენით მარო მაყაშვილის ბაღი.

2) ფოტოების უმრავლესობა, რომელსაც თქვენ იყენებთ მაროსას, ჩვენი რესტრავრირებული და გაციფრებულია.

3) ვაწყობთ საჯარო ლექციებს ქართულ სოფლებში მარო მაყაშვილზე და ქართველ იუნკრებზე.

4) მაროს მამის, კოტე მაყაშვილის ლექსი საკუთარ შვილზე წარვადგინეთ ქართულის სახელმძღვანელოებში შესატანად.

5) ამ სტიპენდიას ვანიჭებთ სხვადასხვა აზრით გამორჩეულ ახალგაზრდებს – იმ ლოგიკით, რომ ვინმემ სრულად უნდა გაიმეოროს მაროს გზა ტრაგიკული აღსასრულით, იმედია არავისთვის მინიჭება არ დაგვჭირდება.

ჩვენ მათ გმირობას არ ვანიჭებთ – საქციელს ან სწავლას ვუქებთ და ვეხმარებით.

აქამდე დავაარსეთ ანწუხელიძის და დათა პაპას სახელობის სტიპენდიები.

მარო მაყაშვილის სტიპენდია კი ორ საქმეს გააკეთებს – ერთი, რომ ახალგაზრდებს წაახალისებს და მეორე – ამ თაობას, რომელთაგანაც ზოგიერთმა შეიძლება არც იცის, ან ცოტა იცის ქართველ გმირზე, დააფიქრებს ან შეახსენებს მის ღვაწლს.

თუ ფონდის სახელია გამაღიზიანებელი – გურული დღიურები – ამას ვერაფერს მოვუხერხებთ, რეორგანიზაცია რთული საქმეა და თავის დროზე იმიტომაც დაერქვა, რომ გურულები შევიკრიბეთ, ჩემი წიგნებიდან ჰონორარს სრულად აქ ვრიცხავდი და ჩემი ხელფასისაც. ასობით მოსწავლეს და სტუდენტს გავუმართეთ ხელი. ახლა ერთი შშმ გოგოსთვის გვინდა მაროს სტიპენდიის დანიშვნა, რომელიც უნივერსიტეტში ვერ დადის სოფელ დიციდან, ოკუპაციის გამყოფი ხაზიდან და ეგებ ამ საქმეში დაგვეხმაროთ და პარალელურად ფილოსოფიურად გვაკრიტიკოთ, ეგ პრობლემა არ არის.

p.s. აქვე გთხოვთ, რომ ნურავის ლანძღვას ნუ დაუწყებთ, პატივსაცემი სარკასტულად არ დამიწერია, ზოგი მათგან მართლა პატივსაცემია“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

“ერთ მომენტში უკან გავიხედე, არ მეგონა თუ იქ მარტო ვიდექი.. ჩემთვის არ იყო საშიში, ცოტა გავერთე კიდევაც..” – ვინ არის წყლის ჭავლზე მოხტუნავე გოგო წითელი შარვლით?

„მერჩივნა, როგორც ჩემპიონი, ხალხს ისე გავეცანი“ – რას ამბობს აქციების სიმბოლოდ ქცეული გოგო, რომელიც ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონია

კეკელიძე: სალომე არის მაგალითი საკუთარი თაობისთვის – მოქალაქეობით, სწავლის სურვილით და ზრდილობით.. ასე რომ, აცალეთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები