LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა: გიორგი გახარია

188
1586438589-გახარია-ტიტები

დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა,” – ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი განცხადებით, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა.

„უკვე 32 წელია ეს დღე ერთდროულად დიდი ტკივილით და სიამაყით გვავსებს. გვტკივა და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის დანაშაულმა იმსხვერპლა. გვეამაყება მათი და მთელი საქართველოს, ყველა თაობის ის სულისკვეთება, ერთიანობა და შემართება, რომელმაც ზუსტად ორ წელიწადში თავისუფლება მოგვიტანა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეუდგა სახელმწიფოს მშენებლობას”, – წერს გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g