LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ფოტო – მამუკა ჩარკვიანი შვილიშვილთან ერთად სცენაზე

1330
mamuka-charkvianinews19

29 მაისს, რუსთაველის თეატრში,  „სტარ ტრიუმფის“ ორგანიზებით, მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მასში 22 შემსრულებელზე მეტი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ მაია ჯაბუა, დავით გომართელი,ლენკა ზვიადაძე, ლაშა ღლონტი, „ალილო“, გიორგი ჩიქოვანი და ა.შ. ღონისძიების წამყვანი გახლდათ ნანა ცინცაძე.

საღამოს, რასაკვირველია, ესწრებოდა მთავარი გმირიც – მამუკა ჩარკვიანის ერთ-ერთი საინტერესო კადრი ამ საღამოდან ფოტოგრაფმა ზაქარია ჭელიძემ დააფიქსირა. კომპოზიტორი და მომღერალი ფოტოგრაფმა შვილიშვილთან ერთად სცენაზე გადაიღო. თბილ კადრს უამრავი მოწონება ხვდა წილად.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები