გოგო, რომელსაც გუშინ თბილისში რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველები და ასევე მოქალაქეები ეძებდნენ, გვიან ღამით იპოვეს.
გოგონა ძაღლის სახლში, ძაღლებთან ერთად აღმოაჩინეს, სადაც მას ეძინა.
როგორც აღმოჩნდა, მარიამი დიდ დიღომში მცხოვრებმა პირებმა იპოვეს.
მათი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„დღის გმირები ❤️ ამ სუპერ ბიჭებმა იპოვეს მძინარე მარიამი“ – აღნიშნავს მოქალაქე და ბიჭების ფოტოს გვიზიარებს.
დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა იპოვეს