LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი -18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

783
cagareli-ne-fot2020

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს, მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.

ცის კაბადონზე, ინტელექტისა და კომუნიკაციების მმართველი პლანეტა მერკური, 12 ივლისამდე რეტროგრადული ხდება. ამ პერიოდში შესაძლებელია სატრანსპორტო შეფერხებები, მოლაპარაკებების გართულება და ინფორმაციის დროულად ვერ მიღება. ამ პერიოდში ვალის აღებას მოერიდეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობობისათვის, კულტურული ღონისძიებებისთვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის შესაძენად, ვაჭრობისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის.

ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავის ზონა,  ოპერაციები ამ ორგანოებზე, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ყავისფერი, ლიმნისფერი, მწვანე, ცისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, მწვანე იასპი, ზურმუხტი და ქრიზოპრაზი, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქასა და თევზებისთვის, ნეგატიურია ლომებისთვის და სასწორებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები