LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

500
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. მოერიდეთ დიდ ხანს მზეზე ყოფნას.

დღე ასევე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სიხლძარღვთა სისტემას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, ასე რომ მეტად დაისვენეთ და მიიღეთ წამლების პროფილქატიკა. დღეს ცის კაპადონზე სიყვარულისა და ხელოვნების მმართველილ პლანეტა ვენერა გახდება პირდაპირმავალი, რაც გაციებული სასიყვარულო ურთიერთიბების გამოსწორებას შეუწყობს ხელს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვისა და შეხვედრებისთვის, ლოცვისა და ზიარებისთვის.  მოერიდეთ ჭორებს, ინტრიგებსა და პროვოკაციებს, კამათსა და ეჭვიანობას, ქორწინებას, ყურების გახვრეტას, მცენარეების დარგვა-გადარგვას.

ჯანმრთელობა – სუსტდება გულ-სისხლძაროვანი სისტემა, ხერხემალი,  ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი, პერაციის ჩატარება ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი, კრემისფერი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ  ბრილიანტი, სერდოლიკი, სარდიონი, ქარვა, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპების, სასწორისა და მშვილდოსნისათვის, დაძაბულია დღე თხის რქისა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g