LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

887
მიხეილ ცაგარელი

პლანეტა იუპიტერი სწორედ დღეს, მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში ხდება დირექტული ანუ სწორად მავალი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პოლიტიკულ-იდეოლოგიურ საქმიანობას და გაამარტივებს კონტაქტს უცხოელებთან. ინტელექტის და გონების მმართველი პლანეტის 29 აგვისტომდე ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა კი, ერთის მხრივ, გონებამახვილობას, ორგანიზატორულ ნიჭს და ბავშვებთან საერთო ენის მოძიების უნარს, მეორეს მხრივ კი, სიზარმაცეს და უყაირათობას, ეგოიზმს და სულსწრაფობას გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება ნიშნობა და ქორწინება,

ჯანმრთელობა – დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან თხილი, შოკოლადი და სხა ალერგიული პროდუქტი. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად. გაუფრთხილდით ხერხემალს, სახსრებს და ძვლოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი,  ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, ოპალი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, შედარებით დაძაბული იქნება დღე ვერძისა და ტყუპებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g