LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

916
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:22-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება არ გახდეს სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმიანობისთვის, ცოდნის შესაძენად და ინტელექტის გასავითარებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად და ბინის შესაცვლელად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს მოგზაურობა და შორ გზაზე მგზავრობა.

ჯანმრთელობა – შეიტანეთ კვების რაციონში ხილი, რძის პროდუქტი და საქონლის ხორცი, ჰერკულესი, წიწიბურა და ყავისფერი ბრინჯი. მოერიდეთ დასუსტებული ნერვული სისტემის, ფეხის კუნთების და თვალების გადატვირთვას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ნაცრისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ძოწი, ცირკონი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მიმზიდველობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ტყუპებს, ლომს და სააწორს, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ მორიელს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები