LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

671
cagarelinews

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:00-დან 13:21 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რათა არ მოტყუვდეთ და არ გაებათ თაღლითთა მაქინაციებში. ეცადეთ მოაგვაროთ პრობლემები ზედმეტი აგრესიის და გარშემომყოფებთან კონფლიქტის გარეშე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ბინის მოსაწყობად და დიზაინის შესაცვლელად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და მუსიკალური აპარატურის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად და ყელ-ყურის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ცხარე საკვების მიღებისგან, უმჯობესია მიირთვათ ხილი, მოთუშული ბოსტნეული და ზღვის პროდუქტი. გაუფრთხილდით დასუსტებულ თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას, მათ შორის ფარისებრ ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი ბეჟი და ცისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები