დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური, ენერგიული, მუდამ ოპტიმისტურად განწყობილი მშვილდოსნის, მთვარე კი, შეუპოვარი, ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად. არ ღირს ქორწინება და ახალი კონტაქტების გაბმა, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი პრეტენზიების წაყენება, გაცვლითი და ფინანსური ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, მუხლებს და ფეხის კუნთებს. მოერიდეთ ზედმეტ ნერვიულობას და სიმძიმის აწევას. დროებით უარი თქვით ალერგიული პროდუქტის და ალკოჰოლური სასმელის მიღებაზე. თავი შეკავეთ სტომატოლოგთან ვიზიტისგან.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, კრემისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, ოპალი და აგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და ქალწულისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ სასწორს, მშვილდოს და მერწყულს.

 

მსგავსი თემები