LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 დეკემბრის  ასტროლოგიური პროგნოზი

1149
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929-2020-03-10-06-30-55-880338

დღევანდელი დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, ეს ყველაფერი კი ჯანმრთელობას გარკვეულ პრობლემებს შექმნის, მიიღეთ წამლების პროფილაქტიკა და აკონტროლეთ წნევა. დღეს ერთდროულად ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა. ენერგეტიკულად მძიმე დღეა, მაღალია აგრესიულობა, შეცდომების დაშვების ალბათობა,

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ქველმოქმედებისთვის, დახმარების გაცემისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, პრეზენტაციების მოსაწყობად. დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, სესხის აღებას, ნოტარიული საბუთების გაფორმებას, ბინის შეცვლას და ახალი საქმის დაწყებას.

ჯანმრთელობა

დღეს სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და მენჯ-ბარძაყის ძვალი.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, ლურჯი და მწვანე. მინერალებიდან გამოიყენეთ გიშერი, ფირუზი, ლაზურიტი, იაგუნდი და საფირონი, ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორისთვის, თხის რქასა და თევზებისათვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები