დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე გაბედული, კარგი ინტუიციის მქონე მორიელის, მთვარე კი, ემოციური და რომანტიკული თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
ეცადეთ მაქსიმალურად აკონტროლოთ მიმდინარე მოვლენები და მოერიდოთ ავანტიურულ მოქმედებებს. გაითვალისწინეთ, რომ გამარჯვება ერთ სფეროში, აუცილებლად მარცხით დაბალანსდება მეორეში. მოერიდეთ საიდუმლო რომანებს და ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი გამოაშკარავებული საიდუმლო მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად.
ჯანმრთელობა – მაღალია ალერგიული დაავადებების გამწვავების და საკვებით მოწამვლის ალბათობა. მიირთვით ხილი და ბოსტნეული, ზღვის და რძის პროდუქტი, მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ამეთვისტო, მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი და გაგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ ვერძს, ლომს და სასწორს.