LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

471
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:00-დან 18:24 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 5 ნოემბრამდე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ხელს შეუწყობს უცხოელებთან სასიყვარულო ურთიერთობის და საქმიანი კონტაქტების გაბმას, თუმცა გაძლიერდება მიდრეკილებას ცინიზმისა და ირონიისკენ, ეგოიზმისა და აგრესიისკენ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოსავლენად, ახალი საქმის დასაწყებად და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, კონფლიქტების და საკამათო საკითხების მოსაგვარებლად, დიზაინის შეცვლისა და ბინის კეთილმოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ანტიკვარული ნივთების და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, ექიმის კონსულტაციის მისაღებად და მკურნალობის დასაწყებად. მოერიდეთ თხილის, თაფლის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ ზონას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ბეჟი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, აკვამარინი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები