LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

846
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:30-დან 22:41 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, რომელიც აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება. არ ღირს აგრესიის და წყენის გამოვლენა, მოერიდეთ სარკაზმს და ცინიკურ გამონათქვამებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, უცხოელებთან კონტაქტისა და უცხოეთში კაპიტალის დასაბანდებლად, ლაშქრობებისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ფილტვებისა და ბრონქების სამკურნალოდ. არ ღირს ყურების გახვრეტა და ტატუს გაკეთება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს და ძვლოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ცირკონი, საფირონი, ქარვა, ლაზურიტი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g