LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

420
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ენერგიული და შეუპოვარი ვერძის, მთვარე კი, ემოციური და მგრძნობიარე თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

არ ღირს გარისკვა, მოერიდეთ ავანტიურულ საქმეებში ჩაბმას.

პარტნიორულ ურთიერთობაში მოიმატებს სენტიმენტალურობა.

თავი შეიკავეთ საიდუმლო რომანტიკული თავგადასავლებისგან, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.

გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, განმარტოვდით, გაანალიზეთ შეცდომები და დასახეთ სამომავლო გეგმები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინდივიდუალური შემოქმედებისთვის, ოჯახის წევრებსა და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ფირუზისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, ამეთვისტო და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, მშვილდოსანს და მერწყულს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები