LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონის ფარგლებში – ირაკლი ღარიბაშვილი

43
publika.ge-1-29

“მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონის ფარგლებში,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს მასალების ავთენტურობა და უნდა მოახდინოს ანალიზი, რა იყო რეალურად ფაბრიკაცია და რა – ნამდვილი ჩანაწერი.

„ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიასა და სახელმწიფოზე. რაც შეეხება მოსმენებს, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონის ფარგლებში.

გამოძიებამ უნდა შეისწავლოს მასალების ავთენტურობა და უნდა მოახდინოს ანალიზი, რა იყო რეალურად ფაბრიკაცია და რა – ნამდვილი ჩანაწერი. ამას სჭირდება დრო, ანალიზი და რეალურად ამის შემდეგ საბოლოო პასუხებს გამოძიება გაგვცემს. ძალიან ბევრმა ადამიანმა უარყო, იმდენად არასერიოზული ჩანაწერები იყო. ვიცით რა სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ხელწერა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით, რომ ეს იყო დიდი სიყალბე და იყო ორგანიზებული შეტევა სახელმწიფოზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები