LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დიდება დედოფალს” – 9 იანვარს ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკე ქალების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პირველი ონლაინ ჩვენება გაიმართება

114
gloryquen2012

9 იანვარს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს ,,დიდება დედოფალს“, რომელიც ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკეების – ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის შესახებ მოგვითხრობს. ეს იქნება პირველი საჯარო ონლაინ ჩვენება საქართველოში პრემიერის შემდეგ. ფილმის პრემიერა ცოტა ხნის წინ შედგა საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის – “სინედოკის” ფარგლებში. “დიდება დედოფალს” უკვე ნახეს ავსტრიაში, სერბეთსა და მექსიკაში.

60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წლის მანძილზე, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს სწორედ ეს ქალები განაგებდნენ. მათ რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორეს.

კინოკლუბში გასაწევრიანებლად ეწვიეთ მოცემულ ბმულს: https://www.facebook.com/groups/135578411346783

ფილმის ჩვენება გაიმართება ფეისბუქ ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ლაივ ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.
(რადგან ფილმის ჩვენება ჯერ არ შემდგარა რამდენიმე ქვეყანაში, მას ექნება გეოგრაფიული შეზღუდვა და ჩვენებაზე ონლაინ დასწრებას შეძლებენ მხოლოდ საქართველოში მყოფი მაყურებლები).

შემოქმედებითი ჯგუფი:
რეჟისორი: თათია სხირტლაძე
თანარეჟისორი: ანა ხაზარაძე
პროდიუსერი: ნინო ჩიჩუა, ანა ხაზარაძე, ლინდა იენსენი (1991 Productions), კარინ ბერგამერი (berg hammer film), ალექსანდერ დუმრაიხერ-ივანსენუ, ბადუ მინკი (Amour Fou Vienna), სარიტა მატიევიჩი (Playground Produkcija)
ოპერატორი: სებასტიან თალერი
მონტაჟი: პეტრა ზოპნეკი
ხმის დიზაინი: პაატა გოძიაშვილი
ხმის ეფექტები: ირაკლი ივანიშვილი
სცენარის ავტორები: ინა ივანჩეანუ, თათია სხირტლაძე
მუსიკა: ალექსანდრა ვრებალოვი
ქვეყნები: ავსტრია, საქართველო, სერბეთი
ქრონომეტრაჟი: 82 წთ

ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.