LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთი უკრაინიდან შესული ყველა სახის საქონელზე ტარიფებს შეამცირებს

84
7bfaf9bb3950f1848270d917042beab5

დიდი ბრიტანეთი უკრაინიდან შესული ყველა სახის საქონელზე ტარიფებს შეამცირებს.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი უკრაინის ეკონომიკის დახმარებაა. ინფორმაციას “ევრონიუსი” ავრცელებს.

ბრიტანული მხარე აცხადებს, რომ ტარიფები ნულამდე უნდა შემცირდეს, ხოლო საქონელზე დაწესებული ყველა კვოტა გაუქმდეს. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით აისახება ქერის, თაფლისა და სხვა პროდუქტების ექსპორტით დაკავებულ ბიზნესზე.

გარდა ამისა, იმ რუსული საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი გაფართოვდა, რომელთა იმპორტიც ბრიტანეთში აიკრძალება, მათ შორის საზღვაო და ენერგეტიკული საქონელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები