LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი რისკია იმისა, რომ დაიწყოს საყოველთაო გავრცელება, შეიძლება შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში” – ამირან გამყრელიძე

123
1581260258-ამირანგამყრელიძე1

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად უარესდება. იმატებს რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც ერთზე მეტია თითქმის 20 დღეა. ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ანუ დადებითობის მაჩვენებელი კი დღეს თითქმის სამ პროცენტს შეადგენს.

კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელება ქვეყანაში 50%-დან 70%-მდეა - ამირან გამყრელიძე

"საუბარია, რომ 50%-დან 70%-მდე ცირკულირებს ქვეყანაში, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში"

ამირან გამყრელიძე ასევე აცხადებს, რომ ქვეყანა რისკის წინაშეა. თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, საქართველოში ფართომასშტაბიანი გავრცელება დაიწყება და განმეორდება ნოემბერ-დეკემბერში არსებული ვითარება.

„მართალია გაუარესებას არ აქვს ნახტომისებრი ხასიათი, ის თანდათან უარესდება, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიცავთ მკაცრად რეგულაციებს და აღსრულება არ იქნება მაქსიმალური, მაშინ დიდი რისკია იმისა, რომ დაიწყოს საყოველთაო გავრცელება, კლასტერული გავრცელება უკვე გვაქვს და შეიძლება შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში.”-განაცხადა გამყრელძემ.

კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელება ქვეყანაში 50%-დან 70%-მდეა – ამირან გამყრელიძე

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდსტატისტიკა კვლავ მზარდია.

ბოლო 24 საათში, ვირუსით ინფიცირების 707 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსისგან ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 8 ადამიანი.

კოვიდინფექცია დაამარცხა 592-მა პაციენტმა.

საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართელოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.85 %-ია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g