„ხაზი უნდა გაესვას, რომ არცერთი ადამიანი, ვინც საერთო სახალხო მოძრაობის სახელით საზოგადოებას ვესაუბრებით, არ ვიბრძვით სკამებისთვის”, – ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას” აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება 24 ივნისის აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნას პრემიერის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის შესახებ.

სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს

ვინ უერთდება და ვინ – არა მოძრაობის “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს

„ჩვენ ვიბრძვით არა ჩვენი, არამედ ხალხის ძალაუფლებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი მთავრობა ჩვენ წარმოგვადგენდეს და არა ოლიგარქს.

ეროვნული ერთობის მთავრობის წევრები შეირჩევიან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების კონსენსუსით, რათა დაიძლიოს პოლარიზაცია. ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ უნდა შედიოდნენ არც სახალხო მოძრაობის სახეები, არც მოქმედი პოლიტიკოსები.

ეროვნული ერთობის მთავრობა უნდა იყოს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე დარგობრივი სპეციალისტების დროებითი ერთობა, შექმნილი ერთადერთი მიზნით – მშვიდობიანად და აუცილებელი რეფორმებით ატაროს ქვეყანა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებელი ვადის მანძილზე”, – აცხადებს დიღმელაშვილი.

 

შეგახსენებთ, მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის დაწყების მიზეზი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გახდა .

3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია. ამის შესახებ „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა 24 ივნისს გამართულ აქციაზე.

მორიგი აქცია პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება

ამავე თემაზე:

„სახალხო მთავრობის“ მოთხოვნა შეიძლება მთლად გაუაზრებლადაც არ იყო მოგონილი, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ევროინტეგრაცია არავის აინტერესებს და მხოლოდ საბაბია, რათა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო“ – რას წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი

ორივე მოთხოვნა არასერიოზულია: იაგო ხვიჩია სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებზე

მთავარ მოთხოვნად ჟღერდება არა ივანიშვილის სანქცირება ახალი საპარლამენტო არჩევნებით, არამედ ღარიბაშვილის გადადგომა – შესაძლოა ეს უდიდესი სახალხო მუხტი ისევ ჩააქროს ცხელმა ივლისმა: შალვა ნათელაშვილი

პოლიტიკური პარტიები უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი დღის წესრიგი მივაშველოთ ამ პროცესს: ნინო ბურჯანაძე

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები