LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახალხო მთავრობის“ მოთხოვნა შეიძლება მთლად გაუაზრებლადაც არ იყო მოგონილი, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ევროინტეგრაცია არავის აინტერესებს და მხოლოდ საბაბია, რათა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო“ – რას წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი

160
aleksandre-rakviashvili_w_h

ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი ეხმიანება სამოქალაქო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს, რომელიც გუშინ, 24 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორებმა გააჟღერეს​.

სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს

მორიგი აქცია პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება

როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილი წერს, აქციის ორგანიზატორებს ცოტა მაინც რომ ეფიქრათ, „ამ უაზრო მოთხოვნას არ დააყენებდნენ“.

მისივე სიტყვებით, „სახალხო მთავრობის“ მოთხოვნა სრულიად ალოგიკურია და ევროინტეგრაციაში ვერ დაგვეხმარება, შეიძლება, მხოლოდ საბაბია ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, როგორც ყოველთვის, „ხალხის სახელით“.

“რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა კანონპროექტი შემოიტანა, რომლის თანახმად ტელევიზიები მოგების გადასახადიდან თავისუფლდებოდნენ. მიზეზად – მათი მძიმე ფინანსური მდგომარეობა იყო დასახელებული. ამაზე ბუნებრივი კითხვა გამიჩნდა: როგორ დაეხმარება მოგების გადასახადის გაუქმება კომპანიას, რომელიც ზარალზე მუშაობს და ამ გადასახადს ისედაც არ იხდის? თუკი კომპანიას მოგება აქვს – მძიმე ფინანსური მდგომარეობა რით დასტურდება? მაშინ დეპუტატმა, როგორც ეს ოცნების დეპუტატებს სჩვევიათ, მისთვის არასასიამოვნო კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ გამცა. ეს კანონპროექტი კი იმის კარგი მაგალითი იყო, რომ ზოგჯერ პოლიტიკოსები ისე იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დროს ფიქრსა და არგუმენტებზე არ ხარჯავენ.

მსგავსი შთაბეჭდილება გამიჩნდა, როცა მთავრობის გადაყენების და „სახალხო მთავრობის“ დანიშვნის მოთხოვნა მოვისმინე. აქციის ორგანიზატორებს ცოტა მაინც რომ ეფიქრათ, ამ უაზრო მოთხოვნას არ დააყენებდნენ.

პირველ რიგში, ევროკავშირის მოთხოვნები პარლამენტის შესასრულებელია, რადგან კანონებს პარლამენტი და არა მთავრობა იღებს. მთავრობას კი თავისი უფლებამოსილებები გააჩნია. თუნდაც ერთი პოზიცია რომ ავიღოთ – ფინანსთა მინისტრი, რომელიც ბიუჯეტის შედგენასა და შესრულებაზეა პასუხისმგებელი. მისი ფუნქციები ევროინტეგრაციის კუთხით – უმნიშვნელოა, თუმცა ყველა სხვა კუთხით, პოზიცია, რომლიდანაც 19 მილიარდს განკარგავ, ძალიან მნიშვნელოვანია. გამოდის, ამ მოთხოვნას, ამ ნაწილში ნებისმიერი მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს, გარდა ევროინტეგრაციისა. იგივე შეიძლება ითქვას, განათლების, კულტურის, ეკონომიკის და სხვა სამინისტროებზე. ევროინტეგრაციის ნაწილში ასე თუ ისე გასაგები შეიძლება იყოს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავება.

ცალკე პრობლემაა „ხალხის მთავრობის“ ფუნქციონირება პირობებში, როცა პარლამენტში უმრავლესობა ოცნებას აქვს. რომც ეს პირობა შესრულებულად წარმოვიდგინოთ, ალბათ, პირველივე კვირას მთავრობის და უმრავლესობის ურთიერთობა პოლიტიკურ კრიზისში გარდაიქმნება (თუ, რა თქმა უნდა, მთავრობა უმრავლესობის ნების აღსრულებას არ გააგრძელებს, მაგრამ მაშინ ასეთ ცვლილებას აზრი ეკარგება).

ამრიგად, “სახალხო მთავრობის” მოთხოვნა სრულიად ალოგიკურია და ევროინტეგრაციაში ვერ დაგვეხმარება. თუმცა, შეიძლება, რომ ეს მოთხოვნა მთლად გაუაზრებლადაც არ იყო მოგონილი, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ევროინტეგრაცია არავის აინტერესებს და რომ ის მხოლოდ საბაბია, რათა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. როგორც ყოველთვის, „ხალხის სახელით“, – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

მთავარ მოთხოვნად ჟღერდება არა ივანიშვილის სანქცირება ახალი საპარლამენტო არჩევნებით, არამედ ღარიბაშვილის გადადგომა – შესაძლოა ეს უდიდესი სახალხო მუხტი ისევ ჩააქროს ცხელმა ივლისმა: შალვა ნათელაშვილი

პოლიტიკური პარტიები უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი დღის წესრიგი მივაშველოთ ამ პროცესს: ნინო ბურჯანაძე

mazda magti 5g