LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღომში ოთხშვილიან ოჯახს ბინიდან ასახლებენ (ვიდეო)

323
123

დიღმის მასივში 4-შვილიანი ოჯახს ბინიდან ასახლებენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

მოსახლეობამ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, ისინი სამართალდამცავებს მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახმა ბინა იპოთეკით დატვირთა და მას შემდეგ, რაც თანხის გადახდა ვერ შეძლო, ბინ აუქციონზე 20 000 დოლარად გაიყიდა.

ოჯახის წევრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბინაში დარჩენას ითხოვენ და სანაცვლოდ, მეპატრონეს 10 000 დოლარს ჰპირდებიან. თუმცა, მათივე ინფორმაციით, მეპატრონე არ არის თანახმა და მოითხოვს ოჯახმა ბინა დაუყოვნებლივ დატოვოს.

კორპუსთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მერიის თანამშრომლებს ელოდებიან, რომლებიც ოჯახს განუმარტავენ, თუ რა სახის დახმარებას გაუწევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები