ჟან პოლ გოტიეს ჩვენების დროს პოდიუმზე კუბო გამოიტანეს (ფოტო/ვიდეო)

439
jan-pol-gotie

,,პარიზის მოდის კვირეულის” ყველაზე დასამახსოვრებელი ჩვენება ჟან პოლ გოტიეს მოდის სახლის დეფილე გახდა. 67 წლის დიზაინერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, როს ეს ჩვენება მისთვის ბოლო იქნება. ამ დღეს პოდიუმზე თანამედროვე მოდის A კლასის ვარსკვლავებმა გაიბრწყინეს. ერთმანეთის მიყოლებით პოდიუმზე ირინა შეიკი, კარლა კლოსი, პერის ჯექსონი, ჯიჯი ჰადიდი და მილენ ფარმერი გამოვიდნენ. პირველი რიგებიდან კი სანახაობას კარლა ბრუნი, ევა ჰერციგოვა და ლეტიცია კასტა ადევნებდნენ თვალს. მუსიკალურად შოუს ბოი ჯორჯი აფორმებდა. პოდიუმზე 67 წლის გოტიე თავადაც გამოვიდა და ისტორიული პერსონაჟებიც გამოიყვანა, რაც ეხება ჩვენებას, ის ძალიან ნოსტალგიური გამოვიდა.

ყველაზე ორიგინალური მომენტი კი გახდა სცენაზე კუბოს შემოტანა. კუბოს კონუსები ზუსტად იმეორებდა ბრენდის ლოგოტიპს, ბოლოს კუბოს სახურავი გაიხსნა და იქიდან მოდელი გამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები