LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟერარდ პიკემ შაკირას პატიება სთხოვა, მომღერალი ყოფილ ქმარს ღალატს არ პატიობს – ესპანური მედია

330
შაკირა

ჟერარდ პიკემ შეცდომა გააცნობიერა, ის უკვე დაშორდა მეგობარ გოგონას და ახლა შაკირასთან შერიგება სურს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ ესპანელი ფეხბურთელი რამდენჯერმე იმყოფებოდა შაკირასთან, მას მოუბოდიშა და შერიგება სთხოვა. ესპანური გამოცემა ირწმუნება, რომ პიკემ საბოლოოდ გაწყვიტა კონტაქტი 22 წლის ოფიციანტ ქალთან და ახლა ოჯახში დაბრუნებაზე ოცნებობს.

ცნობილია ისიც, რომ შერიგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება შაკირა. კოლუმბიელი მომღერალი ყოფილ ქმართან ურთიერთობის აღდგენას გამორიცხავს. ის უკვე ემზადება იმისთვის, რომ შვილებთან ერთად ამერიკაში გადავიდეს საცხოვრებლად.

„ჩვენი გზები გაიყო“- შაკირა ჟერარ პიკესთან განშორებას ადასტურებს და პოსტს ავრცელებს

პიკეს შემცვლელი ნაპოვნია – შაკირა სიმპათიურ უცნობ მამაკაცთან ერთად გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები