რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულმა სიახლემ ინტერნეტსივრცე დაიპყრო, შაკირა და ჟერარ პიკე 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, ამის მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახდა. მას შემდეგ კოლუმბიელი არტისტი არაერთხელ გადაიღეს. მას საკმაოდ დაღონებული სახე ჰქონდა. თუმცა როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი კარგადაა.
45 წლის ვარსკვლავი ესპანეთის სანაპიროზე უცნობ მამაკაცთან ერთად გადაიღეს. ისინი შუა ზღვაში ერთმანეთს უღიმოდნენ, შაკირა საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა. თუ ვინ არის ქერათმიანი, სიმპათიური მამაკაცი ჯერჯერობით უცნობია.
შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს შვილის მატჩზე შეხვდნენ – არტისტი ახალ ვიდეოს ავრცელებს
„ჩვენი გზები გაიყო“- შაკირა ჟერარ პიკესთან განშორებას ადასტურებს და პოსტს ავრცელებს