მას შემდეგ, რაც შაკირასა და ჟერარ პიკეს განშორების შესახებ გახდა ცნობილი, საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს ვარსკვლავების სოციალურ ქსელებს. სულ ცოტა ხნის წინ, შაკირამ, ვიდეო გაავრცელა, რომელშიც კოლეგებთან, ნიკ ჯონასთან და ლიზა კოშისთან ერთად ცეკვავს, როგორც ცნობილია ის ტელეშოუს, „იცეკვე საკუთარ თავთან“ უძღვება.
პიკეს ახალი შეყვარებული 19 წლის ქერათმიანი სტუდენტია? – რა მოხდა სინამდვილეში
ახლახან ახალი ინფორმაცია გავრცელდა, ჟერარი და შაკირა ერთმანეთს უფროსი ვაჟის საფეხბურთო მატჩზე შეხვდნენ. შეგახსენებთ, ტაბლოიდების ცნობით განშორების მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახედა, თავიდან ტაბლოიდები იუწყებოდნენ, რომ მან შაკირას პაბლო გავის დედასთან უღალატა, თუმცა მოგვიანებით ახალი დეტალები გამოიკვეთა, ბოლო ცნობებით, პიკეს 19 წლის შეყვარებული ჰყავს.
ჟერარ პიკემ შაკირას პაბლო გავის დედასთან უღალატა
„ჩვენი გზები გაიყო“- შაკირა ჟერარ პიკესთან განშორებას ადასტურებს და პოსტს ავრცელებს