LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი გზები გაიყო“- შაკირა ჟერარ პიკესთან განშორებას ადასტურებს და პოსტს ავრცელებს

5701
Untitledty

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცე შაკირასა და ჟერარ პიკეს განშორების შესახებ გავრცელებულმა სიახლემ მოიცვა. ინსაიდერების განცხადებით, ფეხბურთელმა კოლუმბიელ არტისტს უღალატა. ამ დრომდე წყვილს არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ შაკირამ სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვა გაავრცელა.

თვეებია ერთად აღარ არიან – რა ხდება შაკირასა და პიკეს სოციალურ ქსელში

შაკირა და ჟერარ პიკე დაშორდნენ – ფეხბურთელმა ცოლს უღალატა

„გულისწყვეტით ვადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენი გზები გაიყო, თუმცა, შვილების კეთილდღეობა ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს და პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს“, – აცხადებს შაკირა.

შეგახსენებთ, წყვილი ერთად 11 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მათ 7 და 9 წლის ვაჟები ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები