LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლარის გაუფასურება ლარს ვერ გაამყარებს, ამის მოლოდინები არ უნდა გვქონდეს – ლექსო ალექსიშვილი

136
ლექსო

გამყარდება თუ არა ლარი დოლარის გაუფასურების შედეგად ? – ამ თემაზე განცხადებას ფინანსთა ყოფილი მინისტრი აკეთებს. ლექსო ალექსიშვილი ამბობს, რომ დოლარის დევალვაციაზე მსჯელობა ტრამპის ადმინისტრაციაში ახლა არ დაწყებულა. მისი თქმით, ეს ლარზე პოზიტიურად ვერ აისახება. საკონსულტაციო კომპანია PMCG – ის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები ამერიკასთან უშუალო კავშირში არაა.

„ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თუ დოლარის დევალვაცია მოხდება, ეს კარდინალურად შეცვლის მის სავალუტო კურსს სხვა ვალუტებთან მიმართებაში – ეს ესე არ მოხდება. ამის მოლოდინები არ უნდა გვქონდეს. საქართველომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი: ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ძლიერი, რაც ნიშნავს იმას, რომ  ჩვენი ფუნდამენტური ეკონომიკური საფუძვლები როგორიც არის ექსპორტის მდგომარეობა, ეკონომიკური სტაბილურობის მდგომარეობა, წარმოების დონე და ა.შ. იყოს მაქსიმალურად გაზრდილი. ამას უნდა მივაქციოთ არსებითი ყურადღება. ბაზრების დივერსიფიცირება უმნიშვნელოვანესია, რამდენადაც შესაძლებელია მეტი საგარეო სავაჭრო პარტნიორი უნდა გვყავდეს. ეს არის მთავარი სამიზნე”,- აცხადებს ალექსიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები