LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი “დემოკრატების” ლიდერებისთვის კონგრესში 100 000 აგურის გაგზავნას აპირებს

donald-trump

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მომხრეებს შესთავაზა კონგრესში „დემოკრატების“ ლიდერებს – ნენსი პელოზისა და ჩაკ შუმერს, რომლებიც მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის დაფინანსების გამოყოფას ეწინააღმდეგებიან, აგურები გაუგზავნონ.

„შესანიშნავი იდეა გამიჩნდა, რაც ჩაკ შუმერსა და ნენსი პელოზის სხვა არჩევანს არ დაუტოვებს, გააგზავნეთ მათ ოფისებში აგური და შეახსენეთ, რომ ჩვენ კედელი გვჭირდება“, – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით საიტი შეიქმნა, სადაც აგურის შესაძენად ფულის გადარიცხვა ხდება. ერთი აგურის შესაძენად მსურველს 20 დოლარის გადარიცხვა შეუძლია.

საიტზე აღნიშნულია, რომ ამ აქციის მიზანია 100 000 აგურის გაგზავნა კონგრესში „დემოკრატების“ ლიდერებისთვის.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შესაჩერებლად კედლის მშენებლობის გამო უთანხმოების შედეგად, კონგრესმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რის გამოც აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები