LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროა დავარღვიოთ წლების განმავლობაში დაგროვილი სიჩუმე და ერთად მივაღწიოთ იმას, რომ ეს ამბავი ჩვენს ცხოვრებაში “ისტორიას დარჩეს”, მაგრამ ეს დუმილით ვერ მიიღწევა – რას წერს მარტა ბარამიძე

303
ფორტუნა - 2023-04-02T192323.825

მსახიობი და კულინარი მარტა ბარამიძე, რომელმაც ია ფარულავას გადაცემაში მოძალადე ამხილა, სოციალურ ქსელში წერს, როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ.

მარტას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„სალამი მეგობრებო!
მას შემდეგ, რაც ია ფარულავას გადაცემაში “ია ფარულავას კონვერტი”ჩემთვის საკმაოდ მძიმედ გასახსენებელ, მაგრამ აუცილებლად მოსაყოლ, გადამხდარ ამბავზე ვისაუბრე, პირად შეტყობინებებში არაერთი მხარდაჭერის წერილი მომდის, ქუჩაში მხვდებიან ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები და სოლიდარობას მიცხადებენ.

მარტა ბარამიძე: „ორი წლის წინ ვიყავი პოლიციაში და ვუთხარი, წლების წინ ასეთი და ასეთი დანაშაული რომ მომხდარიყო, ახლა რა რეაქცია გექნებათ, რას გააკეთებდით-მეთქი და მითხრეს; ვერაფერს ვიზამთ, რადგან ხანდაზმულობის ვადა გასული აქვსო…“

თქვენი მხრიდან მართლაც უდიდეს მხარდაჭერას და სიყვარულს ვგრძნობ, რისიც ძალიან მადლიერი ვარ.

?გადაცემაშიც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მქონდა უსამართლობის და უმოქმედობის განცდა, ფიქრები იმის შესახებ, რომ მოძალადის მხილებით შეიძლებოდა სხვა ადამიანებიც მეხსნა მსგავსი ტრავმებისგან. მწერენ ასევე ადამიანები, ვისაც ასეთივე ამბავი გადახდათ. შეემთხვით მინდოდა დამეწერა “ისტორია” თქო, მაგრამ ეს შემთხვევები სამწუხაროდ ისტორიას არასდროს რჩება და ის მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გვაქვს დასმული, მანამ სანამ სამართლიანობის განცდა არ დაგვეუფლება.
?გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, მე შევიტანე სარჩელი. დაწყებულია გამოძიება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ პერიოდის განმავლობაში მოვისმინე არაერთი მსგავსი ფაქტის შესახებ, რომელიც სწორედ ამ ადამიანს “ბიკო ბირბიჩაძეს”უკავშირდება.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მაქვს უფლება ამაზე ვისაუბრო, მაგრამ ახლა ყველა თქვენგანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის,ვინც ძალადობის მსხვერპლია. შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ახლა ერთადერთი გზაა, რომ მივიდეთ სამართლიანობის განცდამდე.
?დროა დავარღვიოთ წლების განმავლობაში დაგროვილი სიჩუმე და ერთად მივაღწიოთ იმას, რომ ეს ამბავი ჩვენს ცხოვრებაში “ისტორიას დარჩეს”, მაგრამ ეს დუმილით ვერ მიიღწევა“. – წერს მარტა ბარამიძე სოციალურ ქსელში.

„ყველაზე გამაოგნებელი რაც არის, გავიგე, რომ აპირებს მიჩივლოს” – მარტა ბარამიძე ბიკო ბირბიჩაძეზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები