LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დროა დავბრუნდე” – მაკკარტნი შესაძლოა საიუბილეო გლასტონბერიზე წარსდგეს

146
paul-mccartney

,,ბითლზის” ყოფილი წევრი სერ პოლ მაკკარტნი, რომელმაც უკანასკნელად 2004 წელს  „პირაპიდ სტეიჯზე“ დაუკრა, აცხადებს, რომ შესაძლოა, ,,გლასტონბერის” ფესტივალზე გამოსვლაზე დაფიქრდეს.

ჩემი შვილები მეუბნებიან: მამა, გლასტონბერიზე უნდა ვისაუბროთ და მე ვხვდები, რასაც გულისხმობენ, იქ ძალიან დიდი ხნის წინ დავუკარით, ალბათ დროა დავბრუნდე. ბევრი რამ მაქვს დასალაგებელი, მსმენელის დაინტერესებაც მოტივაციის მომცემია ჩემთვის, ამიტომ ვფიქრობ, შემიძლია ეს გავაკეთო“, – აცხადებს მუსიკოსი.

„ბიბისი რადიო 2“- ის ეთერში, ზოი ბელის დილის გადაცემაში, 77 წლის პოლმა განაცხადა, რომ ცოცხლად შესრულების იდეა მასში დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნებას იწვევს.

აპრილში ფესტივალის დამფუძნებელმა მაიკლ ევისმა ბიბისისთან აღნიშნა, რომ სერ პოლი შესაძლოა დაბრუნდეს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ორმოცდამეათე იუბილესთვის მოხდება

ფესტივალი პირველად 1970 წელს ჩატარდა და 2020 წელს 50-ჯერ გაიმართება.

2004  წელს ივენთზე გამოსვლისას, მუსიკოსმა ყველა ცნობილი კომპოზიცია შეასრულა. ⤵️

https://www.youtube.com/watch?v=2U_uWPSFja8

კიდევ  ერთი საინტერესო ინფორმაცია ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი მუსიკოსის შესახებ, მაკარტნიმ მწერლის ამპლუაც მოირგო. “Hey Grandude!” – ასე ქვია მაკარტნის მიერ დაწერილ საბავშვო წიგნს, რომელიც ილუსტრაციებით არის გაფორმებული და რომლის დაწერის ინსპირაციაც ბითლზის წევრისთვის შვილიშვილები იყვნენ.

ცნობისთვის, პოლ მაკკარტნის 5 შვილი და 8 შვილიშვილი ჰყავს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები